logo
ENG


კალაძე აქციაზე: იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, რეალურად, ვიცით მათი წარსული
კახა კალაძე
13 მარ, 2023 14:13
კალაძე აქციაზე: იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, რეალურად, ვიცით მათი წარსული
  • 610ნახვები

რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი იყო იქ, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ, ამაზე პრემიერმაც ისაუბრა, იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, საზოგადოებას მიაწოდებდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა რეალურად ვიცით, მათი წარსული, რას წარმოადგენდნენ ისინი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ისეთებიც, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არ არის და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ის თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა