logo
ENG


ზარქუა: როგორც არასდროს, ისე ვართ გაძლიერებული, რომ 12-პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ
  • 481ნახვები

თუ ვინმეს უნდა გასვლა ან დარჩენა, ან სხვა პოზიციებზე გადასვლა, ეს არ იყო არც აქამდე შეზღუდული და არც მომავალში იქნება შეზღუდული. ასე რომ, ის მცდელობა, თქვენ, აი, ოპოზიციურ არხებს, რომ რაღაცნაირად შექმნათ მოლოდინი, რომ აი, უმრავლესობა იშლება, რაღაც ეს საფუძველს მოკლებულია, არ არსებობს. დეპუტატებთან დაკავშირებით გითხარით, მე არ მაქვს ინფორმაცია, მე არც მომისმენია და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, უშუალოდ მათ კითხოთ, დაურეკოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, გაძლიერებულები, რომ ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა