logo
ENG


ნიკოლენკო ღარიბაშვილის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლება მტერს არასწორ ადგილას ეძებს
  • 355ნახვები

ბოლო დღეების განმავლობაში პრემიერმინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა არაერთი არამეგობრული განცხადება გააკეთეს უკრაინის მიმართ.

ფაქტობრივად რუსული პროპაგანდის თეზისების გამეორებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა საქართველოში გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში, სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.

საქართველოს ხელისუფლება არასწორ ადგილას ეძებს მტერს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მტკიცე მეგობრობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელსაც ჩვენ გვსურს არ გავჩერდეთ ევროპული მომავლის განვითარებაში

წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. ღარიბაშვილმა გუშინ იმედის ეთერში თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოტივირებულია, "საქართველოშიც რაღაც მოხდეს".



ასევე ნახეთ
close დახურვა