logo
ENG


კრამონი ოცნებას: საკუთარი ხალხის, ჩვენი დაშანტაჟება, ზეწოლა ზელენსკიზე, ეს არაადეკვატურია
  • 427ნახვები

ყველა ძალიან კრიტიკული იყო, გავაფრთხილეთ საქართველოს მთავრობა, რომ ის საშიშ თამაშ თამაშობს. ხალხის უმეტესობას, 80%-ზე მეტს სურს ევროკავშირის წევრობა, ძალიან სარისკოა ამ სურვილის წინააღმდეგ წასვლა და მეორე, ვინც არ უნდა მართავდეს პროცესს კულისებიდან, ის არ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. საკუთარი ხალხის, ჩვენი დაშანტაჟება, ზეწოლა ზელენსკიზე, ეს ყველაფერი არაადეკვატურია. ეს წმინდა წყლის პოპულიზმი და ტყუილია

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ბრიუსელში, ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც ქართული ოცნება ანტიდასავლური რიტორიკისა და პროდასავლური კურსისგან გადახვევის გამო გააკრიტიკეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა