logo
ENG


კალაძე: გვინდა ევროინტეგრაცია, ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ღირსება
კახა კალაძე
17 მარ, 2023 14:47
კალაძე: გვინდა ევროინტეგრაცია, ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ღირსება
  • 446ნახვები

დამოკიდებულება არის ის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ხდება მოწოდებები სანქციებთან მიერთებაზე, როდესაც ხდება საუბარი ომში ჩართვაზე... მოიძიეთ [ჟურნალისტებს], უამრავი განცხადებებია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღესაც გრძელდება ეს მოწოდებები და შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახოთ, ვინ აკეთებს ამ განცხადებებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ღირსება, ჩვენი იდენტობა. შეიძლება თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ცალ ფეხზე იდგეთ, ეს თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ასე იმოქმედოთ, მაგრამ მე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას გვინდა ამაყად, თავაწეულებმა ვიაროთ ევროპაში, ასე რომ, ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს არ აქვს ალტერნატივა. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა