logo
ENG


ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას უქმნის EU-ს, რომ დაეხმაროს ხალხს
  • 471ნახვები

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ახლანდელი მმართველები წინააღმდეგობას უქმნიან ევროკავშირს, რომ დაეხმაროს ხალხს. გვინდა, მეტი გავაკეთოთ ხალხების დაახლოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს შესაძლებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გაუძღვებიან პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სანდო, ნამდვილად პატივს სცემენ ვალდებულებებს. ფული, რომლებსაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები აკეთებენ, არასდროს უნდა იყოს გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავასანქციროთ ოლიგარქები, რომლებმაც დააგროვეს ფული რუსეთთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც არის აგრესორი და შეიჭრა უკრაინაში. პირები, რომლებმაც იშოვეს ფული კორუფციის, ფულის გათეთრების, რუსეთთან კავშირის საშუალებით და პირები, ვინც იყენებენ ამ ფულს სახელმწიფოს მიტაცების, მედიისა და პოლიტიკოსების მიტაცებისა და კონტროლისთვის უნდა დასანქცირდნენ ევროკავშირის მხრიდან, რადგან სახიფათო არიან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ზიგფრიდ მურეშანმა განაცხადა.

ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა დააყენეს საკითხი, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ. ამ საკითხზე დღეს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს საქართველოსა და მოლდოვაში "დესტაბილიზაციის მცდელობებში" მონაწილე ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.


ასევე ნახეთ
close დახურვა