logo
ENG


ზურაბიშვილი: [ივანიშვილთან კომუნიკაციის] სურვილი დღეს ძალიან მაქვს
  • 768ნახვები

[ივანიშვილთან კომუნიკაციის] სურვილი დღეს ძალიან მაქვს იმიტომ, რომ იმდენად საჭიროა, რომ მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ საზოგადოებაში, რომ ამის საშუალება, რომ იყოს და ბევრი გზავნილები არის უცხოეთიდან, რაც ალბათ უნდა გაიგოს და მოისმინოს თუ ის არის მთავარი.[...] [ივანიშვილთან კომუნიკაციის] საშუალება მე არ მაქვს. 

პირველ რიგში ვეტყოდი, რომ საჭირო არის მეტი სიცხადე იმის შესახებ თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით, ეს არის კოლექტიური, ეს არის რაღაც კამათის შედეგად იმიტომ, რომ ძალიან რთული არის გაგება, როცა ისმენ ამ სკიზოფრენიულ რიტორიკას, ხან ლანძღვა არის ჩვენი პარტნიორების, ხან ამერიკის ელჩის, ხან ევროკავშირის, როცა მიდის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი და არაკორექტულია. ხან არის განცხადებები, რომ ჩვენ მივდივართ, ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე და სად არის რეალური ჩვენი ხაზი. 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა