logo
ENG


კრამონი გრიგორიადისზე: აქ სოლიდარობის გამოსახატად ვდგავარ...დასანანია, რომ ის დაკავებულია
  • 768ნახვები

პირველ რიგში ძალიან დასანანია, რომ ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული. მეორე მხრივ აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვდგავარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო მის მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაშავდა იმ რეპრესიების გამო, რომელიც ბოლო დემონსტრაციების დროს განხორციელდა და ყველამ ვნახეთ. ვგულისხმობ ცრემლმდენ გაზს, წყლის ჭავლს - ეს იყო არაპროპორციული ძალა, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ჩემი ერთადერთი მიზანია გამოვხატო სოლიდარობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც გული შესტკივა დემოკრატიულ სტანდარტებსა და განვითარებაზე... საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მხარს უჭერს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს...იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის ხმა გაიგო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 7-9 მარტის დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნისას.  



ასევე ნახეთ
close დახურვა