logo
ENG


უზენაესის მოსამართლე: ვინმეს თუ ჰგონია, სანქციები შეგვაშინებს, ძალიან მწარედ ცდება
  • 835ნახვები

ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების "ლინჩის" წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა "ქმედებების" გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…

სოციალურ ქსელში წერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა