logo
ENG


ხაბეიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე: კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რუსული ოცნება კლავს
  • 572ნახვები

რუსული ოცნება მიეჩვია ახალგაზრდების დევნას, მათ მკვლელობას და შემდეგ ხელების დაბანას და იმის თქმას, რომ "იცით რა? ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ". არადა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკანასკნელი წლებია, რუსული ოცნება კლავს და კლავს ახალგაზრდებს. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ საქმის გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე იყო მაღალი თანამდებობის პირების ინტერესი და ამის გამო, გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა და მან ისაუბრა კონკრეტულ მტკიცებულებებზე.

ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რომ რუსული ოცნება კლავს და კლავს ისე, რომ მერე ამ საქმეებს არათუ თაროზე შემოდებს, ან ამბობს, რომ რამე ვერ გამოიძიეს, არამედ შემოგვასაღებენ, რომ [საქმე] გახსნილია, ყველაფერი კარგად არის, დამნაშავე არავინ არ ყოფილა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აუცილებელია, მნიშვნელოვანია, ხელახლა დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ გუშინ, ფაქტობრივ, ახალ გარემოებებზე მიუთითა იმ საქმის გამომძიებელმა, რომელ საქმეზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

გუშინ, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა