კანდიდატის სტატუსის მოპოვება კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ამიტომ, ახლა მოქმედების დროა.
განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.