logo
ENG


ღარიბაშვილი უკრაინაში ომზე: ჩინეთი მედიაციას ცდილობს, მივესალმები, მშვიდობის ადამიანი ვარ
  • 1075ნახვები

ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან - ვზრდით ვაჭრობას და ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჩინეთი იცით რას აკეთებს? ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა - მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნისა და ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ, მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს.

[კითხვა: ანუ თქვენ უჭერთ მხარს ჩინეთის ინიციატივას?] მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, მე სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ფორუმზე ღარიბაშვილმა პროპაგანდისტული გზავნილები გააკეთა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა