logo
ENG


ზურაბიშვილი: გაუგებარია საგარეო პოლიტიკა, სად გაქრა სიტყვები "ევროპა ჩვენი არჩევანია"
  • 421ნახვები

გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი - ყოველდღიური განცხადებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა სად გაქრა სიტყვები "ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია". ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში დახმარების ხელი გამოგვიწოდეს - დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში, სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს დღემდე ვეგებებით და ვუფრთხილდებით

 

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.  



ასევე ნახეთ
close დახურვა