logo
ENG


ზურაბიშვილი: როგორ დავიჯეროთ, რუსეთის პოლიტიკა საკუთარი ინტერესის გარდა რამეზეა დამოკიდებული?
  • 308ნახვები

ჩვენი ისტორიის მქონე ერმა როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე ან რომელიმე კარგ თუ ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული. ყველაფერზე გარდა საკუთარ ინტერესზე. რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ, როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ, გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს? კარგად ვხედავთ, დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.  



ასევე ნახეთ
close დახურვა