logo
ENG


ღარიბაშვილი: საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში
  • 481ნახვები

თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს თავისუფლების დასაცავად. კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ. დღეს, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. ჩვენი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობების მიუხედავად, საქართველო დიახაც რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ოცნების პროპაგანდისტული მესიჯები კიდევ ერთხელ გაიმეორა.



ასევე ნახეთ
close დახურვა