logo
ENG


ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე: NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი
  • 594ნახვები

ძალიან მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადების მოსმენა დღეს მორიგი გლობალური სამიტიდან, სადაც მან არამხოლოდ ევროკავშირის გაწევრიანების სურვილზე, ფაქტობრივად, გამოხატა უარი, არამედ NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი. ძალიან მძიმეა, ისმენდე ასეთ ნათელ, მკაფიო, დიახ, მოღალატეობრივ გზავნილებს საერთაშორისო ტრიბუნებიდან.

განაცხადა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღეს ღარიბაშვილმა ბრატისლავაში უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინის რიტორიკა გაიმეორა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთი "მიზეზი" NATO-ს გაფართოება იყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა