logo
ENG


მდინარაძე: რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება - ეს გაუკვირდათ? ეს ასე არ არის?
  • 435ნახვები

ყველა გამოსვლაში საქართველოს პრემიერმინისტრს აქვს მკაფიო გზავნილები ჩვენი მეგობრების მიმართ - პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე აქვს სწორება. შესაბამისი გზავნილებიც არის ჩვენი ევროპული პარტნიორების მიმართ. დიახ, თუკი ობიექტურად შეფასდება ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ეს უსათუოდ იქნება სტატუსის მინიჭების საფუძველი [...]

ანუ, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გამოდის რომ, ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ, ანუ, ეს გაუკვირდათ? და ეს ასე არ არის? დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ.

განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინის რიტორიკა გაიმეორა და თქვა, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთი "მიზეზი" NATO-ს გაფართოება იყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა