logo
ENG


ღარიბაშვილი: ყველა, ვინც ჩვენს საამაყო პოლიციას შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს, ქვეყნის მტერია
  • 538ნახვები

ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს და მით უმეტეს, როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა, ანარქისტმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი, ეს იცოდეს ყველამ.

თქვენ ახსენეთ ყველაზე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი სამაგალითო ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა, ნეოფაშისტური მოვლენა, სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიც არის გირჩი, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, გააკეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ - გახსოვთ, მათი მოგონილი იყო ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, შემდეგ ფარისევლურ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. ამის შემდეგ ეს ადამიანი, გახსოვთ, გამოდიოდა და ტრენინგებს უტარებდა, სთავაზობდა ახალგაზრდებს, მათ შორის იარაღის სწავლებას და ა.შ. ავალებდა.

ეს ყველაფერი გასაგებია, ამ ადამიანების, 2%-იანი, 1%-იანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ეს არის დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა - ჩვენი პოლიცია არის ხელშეუხებელი, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, ყველა სპეცსამსახური, ვინც აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს და ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა