logo
ENG


ჰერჩინსკი: ჩემი აზრით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
  • 529ნახვები

ყველამ ვიცით, რომ ახლა საქართველოსთვის საკვანძო მომენტია. საქართველო არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ევროინტეგრაციას ეხება. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იყოს შეძლებისდაგვარად ინტენსიური. ნათელია, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კავშირს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირების ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი იყოს შეძლებისდაგვარად ინტენსიური, რომ უზრუნველვყოთ 27 წევრი ქვეყნის მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოს, როდესაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე[…]

ჩემი პირადი აზრით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო წლის ბოლომდე გამოყენებული იყოს იმდენი პროგრესისთვის, რამდენიც შესაძლებელია 12 პრიორიტეტის კუთხით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს.

განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა