logo
ENG


მდინარაძე: მშვიდობა ხანდახან უფრო რთულად გადასატანია, ვიდრე ომი
  • 759ნახვები

მშვიდობისკენ ამ საოკუპაციო ომს რუსეთის მიერ წარმოებულს პირი არ უჩანს ჯერ, არც მოლაპარაკების კონტურია გამოკვეთილი და არის ურთულესი მდგომარეობა და რაც უფრო რთულია მდგომარეობა იქ, ამ სასტიკ ომში, კონტექსტი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მით უფრო გასათვალისწინებელია. ახლა რომ ცდილობენ, გააქილიკონ, მეორე ხარისხოვან ამბად ან ტერმინად აქციონ მშვიდობა - ასე არ არის, პირიქით, ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის მშვიდობა, რომელიც ხანდახან უფრო რთულად გადასატანია, ვიდრე ომი.

ამას თავისი სირთულეები ახლავს, თქვენ ხედავთ შემოტევებს, ეს არ არის ქვეყნის შიგნიდან, იმ ხალხს, რომლებიც ქვეყნის შიგნით ასრულებენ გარე დავალებებს, არ აქვთ ამის ბერკეტები და ძალა, რომ ეს სიტყვები გვათქმევინონ, ახლა მე რაც ვთქვი.

ეს არის ხან გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებთ ხოლმე, ხან გარე ძალებად, ხან დავალების მიმცემებად ან მათ პატრონებად, მაგრამ რეალური პრობლემა იმაშია, რომ დიახ, არსებობენ ქვეყნის შიგნით, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები თუ ადამიანები, ასევე, ქვეყნის გარეთ, რომლებსაც არ აწყობთ და აწუხებთ ამ ქვეყანაში მშვიდობა.

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე იმედი LIVE-ის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა