logo
ENG


ჯაფარიძე ოცნებაზე: ყველანაირად ეცდებიან, რომ სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭონ
  • 612ნახვები

მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს. თუ გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრს უთხრა კონკრეტული რაღაცები გააკეთე და ჩვენ მხარს კანდიდატის სტატუსის მოცემას დავუჭერთ, ესენი ადგებიან და სწორედ ჩამოთვლილი პუნქტების საპირისპიროს გააკეთებენ. შეიძლება კანდიდატის სტატუსის გადავადებაზეც კი იყოს საუბარი. მთავარი არის ის, რომ თუ კანდიდატის სტატუსის გადმოცემაზე უარი იქნება, ეს არ უნდა იყოს გზავნილი, რომელიც აღქმული იქნება ან ჩვენს მიერ ან რუსეთის მიერ, რომ ჩვენთვის კარები დაიკეტა. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი და ეს ევროპელებს ესმით. უარის შემთხვევაშიც ისეთი გზავნილი იქნება, რომ კარები ღია არის, უბრალოდ ამ ქვეყანას რაღაცეები გასაკეთებელი აქვს და ამის შემდეგ ეს კარები ღია დარჩება.

განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა