logo
ENG


ზელენსკი: უკრაინა არასდროს დათმობს საკუთარ სუვერენიტეტს, მსოფლიოში ეს ყველასთვის აშკარაა
  • 611ნახვები

ჩვენი ქვეყანა არასდროს დათმობს საკუთარ სუვერენიტეტს. მსოფლიოში ეს უკვე ყველასთვის აშკარაა და როგორიც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება შენარჩუნდება და გაიმარჯვებს. ყოველ წელს, უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა თავისუფალ ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ააშენონ საერთო უსაფრთხოება. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენ ფუნდამენტურ სახელმწიფო დოკუმენტებს საფუძვლად ჩვენი ხალხის სიძლიერე და მონდომება უდევს, მილიონობით უკრაინელის, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, მათ პირად თავისუფლებას ნიშნავს.  

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა