logo
ENG


მორგოშია შესაძლო სანქციებზე: თუ მოგზაურობაზეა, ლათინურ ამერიკაში დავისვენებ, კაი ბუნებაა
  • 1003ნახვები

ხშირად დავდივარ ევროპაში და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს იქნება დროებითი. საქმე საქმეზე რომ მიდგა არც მელიტონ ქანთარიას არ ჰქონდა ვიზა, მაგრამ ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ამიტომ მეც რამეს მოვიფიქრებ. რა ვიცი, როცა ამ ბრძოლაში ვართ ეს მოსალოდნელიც იყო და არის. არ ვიცი ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება ექნება, მაგრამ მე არაფერი პრობლემა ბიზნესის მიმართულებით არ და ვერ მექნება, იმიტომ რომ ამაზე ნაზრუნი მაქვს და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის და პლუს თუ მოგზაურობაზეა საუბარი, რა ვიცი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კაი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ, რა პრობლემაა.

 

ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს ლიდერმა კოკა მორგოშიამ.

ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოსა მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა