logo
ENG


მამარდაშვილი: რთული თამაში გამოვა, მაგრამ ჩვენ 150% დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ ეს თამაში
  • 176ნახვები

რეალურად რომ შევაფასოთ რთული თამაში გველოდება პორტუგალიასთან - ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია ამ ევროპის ჩემპიონატზე. რთული თამაში გამოვა, მაგრამ ჩვენ 100 და 150 პროცენტი დავიხარჯებით, იმისთვის რომ ჩვენი გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან. მაგრამ თამაში გვიჩვენებს ყველაფერს. ყოველთვის მოტივაცია გვაქვს, როცა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დროშის ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ ჩვენი ქვეყნის ღირსებას.

განაცხადა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა