logo
ENG


ზურაბიშვილი: ვგმობ ოდესაზე თავდასხმებს - რუსეთის მიერ ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული
  • 473ნახვები

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი ომის დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას.

წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.



ასევე ნახეთ
close დახურვა