logo
ENG


იუკნევიჩიენე სტატუსზე: სკეპტიკურად ვარ განწყობილი, საუკეთესო გზა რეფორმების გატარებაა
  • 640ნახვები

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ კომისარი, რომელიც უნგრეთიდანაა და პასუხისმგებელია გაფართოებაზე, მათ მხარეს იქნება და ეს საკმარისია, რადგან ჩვენ ვხედავთ, მათ ახლო ურთიერთობას უნგრეთთან, ორბანის პარტიასთან. ვნახავთ, რა მოხდება. ძალიან მალეა ოქტომბერი, როდესაც ევროკომისიისგან ახალი შეფასება იქნება. ჩემი აზრით, თუ იქნება პოზიტიური შედეგი, ეს იქნება უბრალოდ კანდიდატის სტატუსი და პოლოტიკური ნაბიჯი. შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ უკეთესია, მიანიჭოს სტატუსი და შემდეგ, საქართველო დაუბრუნდება სწორ გზას. მომისმენია ასეთი მოსაზრებებიც, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან სახიფათო აზრი, რადგან არ მგონია, რომ ეს რაიმეს შეცვლის. ჩვენ ვნახეთ იგივე პუტინზე, წლების განმავლობაში, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკა, გამხდარიყო პუტინი ნორმალური ქვეყნის, ნორმალური ლიდერი, ჩავარდა. ასე რომ, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, საუკეთესო გზა არის რეფორმების გატარება და ოპოზიციის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საშინელი ნაბიჯების გადადგმის შეწყვეტა.

განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან ინტერვიუს დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა