logo
ENG


ხაზარაძე: დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა
  • 3455ნახვები

დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!

წერს ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე. 

ტვ პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

***

 

7 სექტმებერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.



ასევე ნახეთ
close დახურვა