logo
ENG


იაკობაშვილი: აშშ-ის ბაზის გახსნაზე საუბარი არ იყო, საუბარი იყო რაღაც ელემენტების არსებობაზე
  • 1348ნახვები

აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კი, კლასიკური გაგებით ამერიკის ბაზის გახსნაზე არ იყო არასდროს საუბარი, თუმცა საუბარი იყო რაღაც ელემენტების არსებობაზე საქართველოში. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, საუბარი ელემენტზე, რომლის არსებობაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - ომის დროს ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ დაიბომბა თბილისის აეროპორტი, ეს არის ცნობილი ფაქტი, რომ იქ იყო ორი ამერიკული სატვირთო სამხედრო თვითმფრინავი. რუსებმა უბრძანეს ამერიკელ მფრინავებს, რომ მოაშორეთ თქვენი თვითმფრინავები, უნდა დავბომბოთ აეროპორტი, რაზეც ამერიკელი მფრინავების პასუხი იყო, რომ ჩვენ მითითებებს და ბრძანებებს ვიღებთ მხოლოდ ჩვენი ხელმძღვანელობისგან და თქვენ არ ხართ ჩვენი ხელმძღვანელობა.

ამბობს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, თემურ იაკობაშვილი გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში.

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული ბაზების შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზების შექმნა აშშ-ის არ შემოუთავაზებია.



ასევე ნახეთ
close დახურვა