logo
ENG


ზურაბიშვილი ლაიენს: საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები, გახდეს EU-ის ნაწილი
  • 539ნახვები

პრეზიდენტო, ურსულა ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს. საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლოსთვის უკრაინა-მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად შეუერთდეს და გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ. ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, ევროკავშირის მომავალსაც გაიზიარებს.

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა