logo
ENG


ღარიბაშვილი: ჩემთვის პრემიერმინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი
  • 453ნახვები

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერმინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერმინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან. ასე რომ, პრემიერმინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის. პრემიერმინისტრ ორბანს გაუმარჯოს!

განაცხადა პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრათის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა