logo
ENG


კობახიძე: სოროსის ფონდსაც კი არ უკადრია ის, რაც იკადრა სალომე ზურაბიშვილმა
  • 387ნახვები

მთავარი მიზეზი, რატომაც უარი ეთქვა სალომე ზურაბიშვილს შესაბამის ვიზიტებზე, არის მისი რიტორიკა, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. სალომე ზურაბიშვილმა აქ სხდომათა დარბაზში თქვა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც სოროსის ფონდსაც არ უკადრია. სოროსის ფონდმაც კი თქვა (თქვენ იცით, რა არის სოროსის ფონდი), იმათაც კი თქვეს, რომ ორი პუნქტი შესრულდა. სოროსის ფონდსაც კი არ უკადრია ის, რაც იკადრა სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

როცა ამ მესიჯის ფონზე ჩადიხარ ევროპაში, ხომ აშკარაა, რომ შენი ნებისმიერი ვიზიტი პირდაპირ უპირისპირდება ევროინტეგრაციის ინტერესს. აქედან გამომდინარე, თანხვედრა არაა მთავრობის საგარეო პოლიტიკასა და იმ პრიორიტეტებს შორის, რომელიც აქვს სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან ერთად.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვისას. 

მან უპასუხა დასმულ შეკითხვას - "ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კურსი არის თუ არა თანხვედრაში ქვეყნის საგარეო კურსთან?"



ასევე ნახეთ
close დახურვა