logo
ENG

13 ოქტომბერი, 2023 | 20:39
"რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში" - მზადება პრემიერისთვის

ნინო ხარატიშვილის მორიგი პრემიერა, ამჯერადაც სამეფო უბნის თეატრში. მსოფლიოში ცნობილი ქართველი გერმანულენოვანი მწერალი სპექტაკლის შემდეგ მაყურებელს შეხვდება.

რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში - სპექტაკლი ემიგრანტების ბრძოლაზეა. შთამბეჭდავი ექვსი პერსონაჟის თამაში მათთვის საგანგებოდ შექმნილ ექვს ოთახში. ეს ყველაფერი დადგმულია გამორჩეული ფანტაზიით, მბრუნავ სცენაზე. პიესა აგლაია ვეტერანის რომანის ადაპტაციაა. მოგვითხრობს რუმინელ ოჯახზე, რომელიც რეჟიმს გაურბის. რეჟისორის თქმით, რომანს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ის ფაქტი, რომ ისტორია ბავშვის პერსპექტივიდანაა ასახული.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა