logo
ENG

17 სექტემბერი, 2024 | 20:21
"ხარება", მილერი ლაგაზაური, "ალტ-ინფოს" ლიდერები - მორიგი სანქციები აშშ-დან

ივანიშვილის ხელისუფლების წარმოამდგენლებს მასობრივად უწესებს სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატები. ახალი სია შეზღუდვების ორ ნაწილს მოიცავს - ფინანსური და სავიზო შეზღუდვები. ახალ ნუსხაში 60 პირია, რომლებსაც ოჯახის წევრებთან ერთად აუკრძალეს შტატებში ჩასვლა. ეს ეხება როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე ლაპარაკია კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებზე, ისინიც ოჯახებთან ერთად. კიდევ უფრო მძიმეა 4 პირის მიმართ გამოყენებული ზომები. მაგნიტსკის სიაშია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. კიდევ ორი პირი ალტ-ინფოს მოძალადეები - მორგოშიასა და მახარაძე არიან. 

 
მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა