ბიზნესი და პოლიტიკა—ვინ როგორ აფინანსებს „ოცნების“ პროპაგანდას და თავისუფალ მედიას?
2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, ბიზნესმა რეკლამისთვის ყველაზე მეტი სამთავრობო ტელეარხ „იმედს“ გადაუხადა. ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა კომპანია „მეამამ“, „ორბი ჯგუფი მილენიუმმა“ და „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსიმ“ დაუკვეთეს