logo
ENG

27 იანვარი, 2024 | 19:59
გაძვირებული ცხოვრება

ეკონომიკური ვითარება საქართველოში ყოველდღიურად უფრო მძიმდება. ადამიანები, საკუთარ სახლებს იპოთეკით ტვირთავენ, რეკორდული პროცენტებით, ხშირად სწორედ იმ მიზეზით, რომ ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა და შემოსავლები, არა თუ მკურნალობას, საკვების ფულადაც არ ჰყოფნით. შემოსავლები არ იზრდება მაგრამ სამაგიეროდ იზრდება ფასები, რომელსაც სტაბილური ხელფასის პირობებშიც კი, ძნელია დაეწიო, რადგან ხშირად, ამა თუ იმ პროდუქტის ღირებულება, ისეთ ნიშნულს აღწევს, რომ ევროპულ ქვეყნებსაც გავასწარით, სადაც შემოსავალი ჩვენთან შედარებით გაცილებით მაღალია. ბოლო პერიოდში, ჩვენი მოქალაქეების ყურადღების ცენტრში, გუდაურის 45-ლარიანი ხაჭაპური მოეცა და სოციალურ ქსელში, საკმაოდ აქტიურად განიხილავდნენ არის თუ არა ეს ფასი, თუნდაც კურორტზე, ქართული რეალობის ადეკვატური. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ფასებს ბაზარი არეგულირებს და კერძო სექტორს შეუძლია, კონკრეტული პროდუქტის ღირებულება თავად განსაზღვროს მაგრამ ეს თავისუფალი კონკურენციის პირობებში ხდება და არა საქართველოში, სადაც, როგორც ჩანს, ამ მხრივ, არც კერძო სექტორია თავისუფალი.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა