რუსული კანონის ეფექტი ქვეყნის ეკონომიკამ და შესაბამისად, მოსახლეობამ უკვე იგრძნო. რეზერვებიდან დახარჯული ჯამში 108 მილიონი დოლარის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა მაინც გაუფასურდა. ლარის ვარდნის გამაოგნებელ მიზეზებს ასახელებს ოლიგარქის პრემიერი შეთქმულებების თეორიებით გამორჩეულმა კობახიძემ საზოგადოების გაოცება მაინც შეძლო. პრემიერის ვერსიით, ლარის გაუფასურების უკან გლობალური ომის პარტია დგას, ეკონომიკური კრიზისით სარგებლობას და რევოლუციას კი ევროპელი პოლიტიკოსები გეგმავდნენ. სპეციალისტებს ამ განცხადების სერიოზულად კომენტირებაც კი უჭირთ.