logo
ENG

27 აგვისტო, 2020 | 13:06
გახარია: 100 მლნ-იან გრანტს გამოვიტანთ აუქციონზე, რათა ყველა მშენებლობა დასრულდეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გამოცხადდება ასმილიონიანი საგრანტო აუქციონი, ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობების დაზღვევისთვის.

გახარიას თქმით, სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის დაწყებულია იპოთეკური სესხების სტიმულირება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

"შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც განვიხილავთ, გახლავთ კიდევ ერთი სექტორალური დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ ას მილიონი ლარის საგრანტო აუქციონი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, სესხის პროცენტის სუბსიდირება, როგორც ეკონომიკურ კრიზისზე პასუხი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და დღეს აუქციონზე გამოვიტანთ  ას მილიონიან გარანტიას, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, 2008-2009 წლის შემდეგ დარჩენილი დაუსრულებელი შენობები საქართველოს არაერთ ქალაქს ამახინჯებენ.

ცნობისთვის, მთავრობის 28 მაისის ინიციატივითწლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა