logo
ENG

04 ივლისი, 2024 | 20:12
გიორგი ტატუაშვილის თავდასხმის საქმე

სასამართლო განხილვა რეზონანსულ საქმეზე. დმანისის ყოფილმა მერმა პროცესზე დეტალურად გაიხსენა მასზე თავდასხმის ფაქტი. დარბაზში გიორგი ტატუაშვილის მონაყოლს ღიმილით ისმენდნენ დაკავებული კახა მენაბდიშვილი და ზურაბ ოკმელაშვილი, მათ ყოფილი მერი პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. შეიარაღებული თავდასხმა ყოფილ მერზე გასულ წელს მოხდა, ბრალდებულების დაკავებას 6 თვე დასჭირდა, ოპოზიციონერი ტატუაშვილი ამბობს, რომ მათ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ და ქონების გადაფორმების საშუალება მისცეს.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა