სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, თანაც სისხლის სამართლის კოდექსის მკაცრი მუხლით. საუბარია სამთავრობო მედიაზე. პროპაგანდისტული არხები ამტკიცებენ, რომ იმედის ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების გაშუქებისას. ხელისუფლება არ რეაგირებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნაზე, თავდასხმასა თუ ანგარისწორებაზე, გამოძიება არასდროსაა ეფექტიანი. როგორც წესი, ძალადობისა და წნეხის ორგანიზატორი და წამქეზებელი ქართული ოცნება თავადაა.