ყაველაშვილს პრეზიდენტს სავარაუდოდ ჯარის მონაწილეობის გარეშე დაარქმევენ. თავდაცვის სამინისტრო დუმს, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის, რომ ოლიგარქის ფავორიტი ფიცს შეიარაღებული ძალების წინ არ დადებს. პარლამენტში არ იქნებიან არც ელჩები. რეჟიმმა დიპლომატები არ დაპატიჟა, გარდაუვალი დემარშის გამო. პრორუსმა, უდიპლომო ე.წ-მა პრეზიდენტმა დემოკრატიული სახელმწიფოებიდან ამ დრომდე ვერც მილოცვები მიიღო. ე.წ. ინაუგურაცია, რომელიც პარლამენტის შენობაში გაიმართება, რეჟიმის იზოლაციის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.