logo
ENG

14 ნოემბერი, 2024 | 20:09
დებატები საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში - რა შედეგები მოჰყვება მწვავე გზავნილებს?

ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. მიზეზი ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და ანტიდემოკრატიული პოლიტიკაა. ამასთან, საქართველოს დასავლელი პარტნიორები დახმარების შეჩერებასაც განიხილავენ. ევროპარლამენტში დებატების დროს უმწვავესი შეფასებები ისმოდა. 

საკვანძო საკითხია 26ი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. დასავლეთი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ელოდებოდა, მაგრამ რეალობა სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. არჩევნების მიტაცებამ ქვეყანას მძიმე დარტყმა მიაყენა. დასავლეთიდან კრიტიკას ქართული ოცნება კვლავ ანტიდასავლური პასუხებით ეხმიანება.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა