ევროპის ქვეყნები ალტერნატიული მარშრუტებით ანაცვლებენ რუსულ ბუნებრივ აირს. არსებობს სხვა გზები, რომლითაც ეს სახელმწიფოები უზრუნველყოფენ გაზის მიღებას. რუსეთმა უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტი დაკარგა. კიევის მხრიდან რუსეთის ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტა სერიოზული დარტყმაა მოსკოვისთვის როგორც ფინანსური, ასევე რაც ყველაზე მთავარია - პოლიტიკური თვალსაზრისით. პუტინი ამ რესურსს წლების განმავლობაში ზეწოლის იარაღად იყენებდა და ევროპის ქვეყნებზე გავლენას ახდენდა. ახლა კი ახალი რეალობა იქმნება, როცა ევროპის ქვეყნებს ალტერნატივა აქვთ და მოსკოვის შანტაჟი ძალას კარგავს.