logo
ENG

15 აგვისტო, 2024 | 20:30
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოსა და მსოფლიოში

ხველა, ყელის-ტკივილი, ტემპერატურის მატება, - ამ სიმპტომებით კორონავირუსის ომიკრონის შტამი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტების შეფასებით, წინა ზაფხულთან შედარებით ინფიცირების სტატისტიკა გაზრდილია. მომატებულია ყივანა-ხველის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიც. ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ რისკ ჯგუფებს: ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს. მსოფლიო მასშტაბით საფრთხედ აღიქმება „მაიმუნის ყვავილიც“, ამ დაავადების აფრიკაში სწრაფი გავრცელების გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა