პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა ვიცე-პრემიერმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პროექტის აშენებით ჩინურ-სინგაპურული კომპანიაა დაინტერესებული. ქართულ-ამერიკული კონსორციუმის გაძევების შემდეგ და პეკინთან საქართველოს ხელისუფლების დაახლოების ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ივანიშვილის მთავრობა სწორედ ჩინურ მიმართულებას აირჩევდა. მეორე კომპანია შვეიცარიულია. ოპოზიციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ კომპანიაშიც ჩინური ინტერესი იყოს. ანაკლიის პროექტის სკანდალის შემდეგ ახლა უკვე არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ გამოუხატავს ინტერესი. რა ვადებზეა საუბარი, რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა, როცა ანაკლიის პროექტის დიაპაუზებით უკვე ბევრი დაკარგა.