გენერალური პროკურორობის სურვილი 11 კანდიდატმა გამოთქვა. აქედან ყველაზე რეალური ორგანოს მოქმედი მაღალჩინოსანია. გიორგი გაბიტაშვილი შოთაძის, წინა წლებში კი ფარცხალაძის და თადუმაძის მოადგილე იყო, სარგებლობს ოცნების ღია სიმპათიით.
ის, რომ შოთაძე შესაძლოა, სწორედ გაბიტაშვილმა შეცვალოს, ფორმულამ ინფორმაცია გასულ კვირასაც გაავრცელა. პროცესს ოპოზიციის ნდობა არ აქვს. კადრი სისტემიდან ოპონენტებისთვის იმის გარანტიაა, რომ პროკურატურა ისევ ოლიგარქის გუნდის პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს