ლილოს ბაზრობაზე მასშტაბური ხანძრის შედეგი - ცეცხლი მოედო 5 000 კვადრატულ მეტრს. მძიმე კვალი დატოვა, გაანადგურა ტექნიკისა და ტანსაცმლის სავაჭრო ობიექტები. ზარალი დიდია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია, რომ ტერიტორიას ცეცხლი იმ ორ სართულიანი შენობიდან მოედო, სადაც საწყობი და მაღაზიებია განთავსებული.