logo
ENG

27 ოქტომბერი, 2024 | 20:26
მნიშვნელოვანი ცდომილება ედისონის ეგზიტპოლებსა და ცესკოს მონაცემებს შორის

რატომ დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ცდომილება ედისონის ეგზიტპოლებსა და ცესკოს მონაცემებს შორის. იმისათვის რომ საკითხი ფართო ჭრილში განვიხილოთ, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ წინა წლების მაგალითებზე. დავიწყოთ, 2018 წლით, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ერთ-ერთ კანდიდატს ედისონის მონაცემებით, 40 %-იანი მხარდაჭერა  ჰქონდა, ხოლო ცესკოს მიხედვით, 38,6%. მნიშვნელოვანი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, ედისონმა ოცნების სასარგებლოდ 46%-იანი მხარდაჭერა აჩვენა,  ხოლო ოფიციალური მონაცემებით 48% დაფიქსირდა. თითქმის იდენტური იყო ოფიციალური მონაცემები და ფორმულას დაკვეთით ჩატარებული კვლევა 2021 წელს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ მმართველ პარტიას 46% მიაკუთვნა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციამ - ოდნავ მეტი 46,7 %. ეს შედეგები ცხადყოფს, როგორ ემთხვევა ედისონ რისერჩის კვლევის შედეგები ცესკოს მონაცემებს, თუმცა გუშინ ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჩვენებლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები ევროპიდან თუ შეერთებული შტატებიდან  ეხმაურებიან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, ისინი იშველიებენ  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომელიც ფორმულას დაკვეთით ჩატარდა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი რობ ფარბმანი ამბობს, რომ მისთვის ამოუხსნელია ის მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც ცესკოს მონაცემებსა და ედისონის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს შორის დაჯდა.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების პირველად ანგარიშებში, გუშინდელ არჩევნებთან მიმართებით სხვადასხვა სახის უამრავ დარღვევაზეა მინიშნება. ეჭვს მანიპულაციებთან და შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით ამყარებს სოლიდური სხვაობა, რომელიც ედისონის ეგზიტპოლის შედეგებსა და ცესკოს მიერ გამოცხადებულ მონაცემებს შორის ვიხილეთ. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა