logo
ENG

13 ნოემბერი, 2024 | 21:41
საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში

დაახლოებით ერთ საათში საქართველოს თემაზე ევროპარლამენტში დებატები უნდა დაიწყოს. საკითხი დღის წესრიგში დღეს საგანგებოდ დაამატეს. მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება - დემოკრატიის უკუსვლა, ამ საკითხებზე რეზოლუციის მიღება მოითხოვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რასაც ევროპარლამენტი დათანხმდა.

რეზოლუციას კენჭს 25-28 ნოემბრის სესიაზე მიიღებენ. ერთ-ერთი ცენტრალური ხაზია, რუსეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ცნობისთვის ლუაზო 26 ოქტომბრის არჩევნებს ადგილზე დააკვირდა და ფრანგულ მედიასთან თქვა, რომ პროცესი გაყალბების ფესტივალი იყო. ლუკა ხაჩიძე დეტალებით. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა