საქართველო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ევროკავშირის სივრცეში დიდი რაოდენობით ნარკოტიკები აღმოჩნდა. ლაპარაკია 400-ზე მეტ კილოგრამ ჰეროინზე. აკრძალული ტვირთი ჯერ საქართველოში შუა აზიიდან მოხვდა, შემდეგ კი ბათუმის პორტის გავლით ბულგარეთში შევიდა. უპასუხოა შეკითხვა, როგორ მოხერხდა საქართველოს საზღვრების გავლა ამ რაოდენობის ნარკოტიკით.