logo
ENG

06 მარტი, 2022 | 20:24
ქართული კოლონა - დროება

ახლა ხელისუფლება იმით უნდა იყოს დაკავებული რომ ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად მოთარეშე ღია პრორუსული ძალის ალტ ინფოს ზღუდავდეს, იკვლევდეს მათი დაფინანსების წყაროებს, იკვლევდეს ვიდეოს წარმომავლობას, რომელიც იუთუბ არხზე დასპონსორებულია და ტრიალებს - ვითომ ქართველი ჯარისკაცები აფხაზეთში და ცხინვალში ომის გაჩაღებისკენ რომ მოგვიწოდებენ, პირდაპირ თიშავდეს რუსული არხების მაუწყებლობას, ბლოკავდეს რუსულ საინფორმაციო საიტებს, აკონტროლებდეს ვინ და რატომ შემოდის რუსეთიდან საქართველოში - ამის ნაცვლად ზელენსკის და არახამიას ნაცებად აცხადებს. თუმცა გასაკვირი არაფერია - ქართული ოცნება დიდი ხანია პუტინის პროპაგანდისტულ ნარატივს თარგმნის. მისი ძირითადი მოკავშირის - ალტ ინფოს განცხადებები ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეორებს კრემლის პროპაგანდას. ოცნების მთავრობა როგორც რუსული სცენარის ნაწილი - დროებამ დააკავშირა ერთმანეთს ფაქტები, რომლებიც ზედაპირზე დევს და მოგვითხრობს ქართული მეხუთე კოლონის შესახებ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა